ვარშავაში მყოფი ბაიდენი დღეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდება
პოლონეთში ვიზიტად მყოფი, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს, 22 თებერვალს “ბუქარესტის ცხრიანის”ლიდერებთან შეხვედრას გამართავს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგში შედიან.
Reuters-ის ცნობით, ბაიდენი შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დაარწმუნებს შეერთებული შტატების ერთგულებაში სამოკავშირეო ვალდებულებების მიმართ და მათთან ერთად განიხილავს უკრაინის დახმარებას.
“ბუქარესტის ცხრიანი” ქვეყნების უმეტესობა უკრაინის არმიისთვის დახმარების გაზრდის მომხრეა.
„ბუქარესტის ცხრიანში“ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები ან მათ გავლენას დაქვემდებარებული ქვეყნები შედიან: ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა შეხვედრაზე ისაუბრებს იმაზე, რომ მისი ქვეყანა მომხრეა, ევროპასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი შეერთებული შტატები იყოს, ასევე, უკრაინის დახმარების გაზრდაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ლიეტუვას და სხვა თანამოაზრე ქვეყნებს აქვთ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული თხოვნა, მოკავშირე ძალების თავდაცვითი ყოფნა და გაზრდილი ინვესტიციები თავდაცვის ინდუსტრიაში“, – თქვა ნაუსედას მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ასტა სკაისგირიტემ.