პუტინი დღეს ფედერალურ სათათბიროს სიტყვით მიმართავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერალურ სათათბიროს დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მიმართავს.
როგორც მისმა პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, პუტინი ყურადღებას “სპეცოპერაციაზე”, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზე გაამახვილებს.
მოსალოდნელია, რომ დარბაზში “სპეცოპერაციის” მონაწილეებიც იქნებიან.