პენტაგონი უკრაინას 460 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
პენტაგონმა უკრაინისთვის 460 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
დახმარების ახალ პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნი ჭურვები, 4 სარადარო სისტემა, დამატებითი ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და მათი ჭურვები, დაახლოებით 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, Bradley-ს ოთხი საბრძოლო მანქანა, ორი ტაქტიკური მანქანა, Claymore-ის პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმები, ღამის ხედვის მოწყობილობები, კომუნიკაციის საშუალებები, სამედიცინო საშუალებები და სათადარიგო ნაწილები მანქანებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი იანვრის ბოლოს გამოუყო, რომლის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენდა და რომელშიც M1 Abrams-ის ტიპის ტანკები შედიოდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ 28 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.