მაჭარაშვილი: სააკაშვილმა აღიარა, რომ ის საქართველოში შემოვიდა იმ სპეცოპერაციით, რომელსაც სხვა ხელმძღვანელობდა

2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვები იქნება, განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში, როდესაც თავად სააკაშვილმა აღიარა, რომ ის საქართველოში შემოვიდა იმ სპეცოპერაციით, რომელსაც სხვა ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ამ ომში დამნაშავე რუსეთის ფედერაცია იყო, მოიგო საქართველომ ეს ბრძოლა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს კითხვები. როდესაც საერთაშორისო სასამართლო ამბობს, რომ ამ ომში დამნაშავეა რუსეთის ფედერაცია, ქართული ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით რატომ აწერს ხელს ისეთ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ სამხედროებს აბრალებს ესკალაციას“, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები