მიხეილ სარჯველაძე: ვანო მერაბიშვილი როცა ცდილობს, დასავლეთის იდეების პროპაგანდისტად მოგვევლინოს, შემდეგ ყველას მეხსიერებაში ამოუტრიალდება მოთხოვნა „ორ ტრუპთან“ დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი როცა ცდილობს, საზოგადოებას დასავლეთის იდეების პროპაგანდისტად მოევლინოს, შემდეგ ყველას მეხსიერებაში ამოუტრიალდება მოთხოვნა „ორ ტრუპთან“ დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, მცდელობაა, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოზე არასწორი შეხედულება შეუქმნან და ამით ხელისუფლებას ავნონ.

“მედასავლეთეობის პოზიციონირების მთავარ აქტორობას როდესაც გვთავაზობს და ცდილობს, რომ მთავარი დასავლეთის იდეების პროპაგანდისტად მოგვევლინოს ვანო მერაბიშვილი, უცნაურად გამოიყურება, ყველას, ძალაუნებურად, მეხსიერებაში ამოუტივტივდება მოთხოვნა “2 ტრუპთან” დაკავშირებით. ცოტა უფრო დაფიქრებულები უნდა იყვნენ, როცა ასეთ თემებზე საუბრობენ. რაც შეეხება პარადიგმას, შიშვლად თქვა, რაც თავიდანვე გეგმა ჰქონდათ, ცდილობენ, დეზინფორმაციის გზით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შეუქმნან არასწორი შეხედულება ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის იმიჯის დაზიანებით ავნონ ხელისუფლებას და ამით ხელი მოითბონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა: “პარტიაში არჩევნების შემდეგ 1 კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელ საქართველოში ჩატარდა – ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები