საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე, FBI აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩხრეკას ატარებს
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ინდიანაში, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, FBI უახლოეს დღეებში, ჩხრეკას სავარაუდოდ, ვაშინგტონში მდებარე მაიკ პენსის ოფისშიც ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში FBI-მ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტები იპოვა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში, ყოფილ ოფისსა და სახლის ავტოფარეხში აღმოაჩინეს.