CNN: საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლშიც აღმოაჩინეს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პენსის ადვოკატმა ინდიანას შტატის ქალაქ კარმელში მდებარე სახლში გასულ კვირას ათამდე საიდუმლო დოკუმენტი იპოვა, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) გადასცა.

მედიის ინფორმაციით, პენსმა საკუთარ ადვოკატს სახლში ჩხრეკის ჩატარება თავად სთხოვა, რის შემდეგაც ადვოკატმა დოკუმენტებით სავსე ოთხი ყუთი შეისწავლა, სადაც ათამდე საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინა.

FBI-მ და იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების განყოფილებამ დოკუმენტების განხილვა უკვე დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აღმოჩენილი დოკუმენტები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში, ყოფილ ოფისსა და სახლის ავტოფარეხში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები