ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6670 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8758 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 11 თებერვალს შევა.