ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველი 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ 33 მილიონი ლარი მიმართა, რითაც ბიუჯეტის გეგმას (996.9 მილიონი ლარი) 36.6 მილიონი ლარით გადააჭარბა.
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდა საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.
- წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აითვისა 638.1 მილიონი ლარი, რაც გეგმის 106%-ს შეადგენს; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 250.5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 99%-ია; საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ – 140.3 მილიონი ლარი, რაც გეგმის 104%-ს შეადგენს.