ლონდონი და კიევი მზად არიან, უკრაინის აღდგენის კონფერენცია ივნისში მოაწყონ
ლონდონი და კიევი გახდებიან უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები, რომელიც ივნისში ჩატარდება.
ამის შესახებ ბრიტანეთ-უკრაინულ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი.
“ჩვენ ერთად ვუმასპინძლებთ უკრაინის აღდგენის კონფერენციას ლონდონში, 21-22 ივნისს. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს, რომ უკრაინას ჰქონდეს წვდომა ბრიტანეთის კერძო დაფინანსებაზე, დაზღვევაზე, ტექნიკურ ექსპერტიზაზე”, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ”უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ ერთად ავაშენებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც შეეძლება, დაიცვას თავისი ქვეყანა და შეაჩეროს თავდასხმები. დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობს უკრაინასთან, რომ დაეხმაროს მას, განავითაროს თავისი უსაფრთხოების სტრუქტურები და შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა შეაჩეროს რუსეთის წინსვლა და მომავალში შექმნას შეკავების ძალები. 2023 წელს დიდი ბრიტანეთი ორჯერ მეტ უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო და უზრუნველყოფს მინიმუმ 2,3 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას, მათ შორის, უფრო თანამედროვე შესაძლებლობებს”.