კურილის კუნძულებთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, კურილის კუნძულებთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ბიძგების ეპიცენტრი სევერო-კურილსკიდან 189 კილომეტრში დაფიქსირდა.