თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 4372-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დილის მდგომარეობით, თურქეთში მსხვერპლთა რაოდენობა 2921-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულია 15 834 ადამიანი.

ამასთან, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1451-ს მიაღწია სირიაში, დაშავებულია 3531 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები