თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4300-ზე მეტია

Images from the city of Adana in southeastern Turkey after the February 6, 2023, earthquake in Turkey and Syria. Photo/Pavel Nemecek (CTK via AP Images)

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 3 452-მდე გაიზარდა, დაშავებულთა საერთო რაოდენობა – 15 762-მდე აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 316-მდე გაიზარდა.

როგორც სააგენტო SANA იტყობინება, სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1 136-ს მიაღწია. მათგან 656 პირი მიწისძვრას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა, ხოლო 480 ადამიანი ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებში გარდაიცვალა.

თურქეთში დაშავებულთა საერთო რაოდენობა, სულ მცირე, 13 293-ს შეადგენს, ხოლო სირიაში 2 469-ს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები