ყაზახეთში მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთის სამხრეთით 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ზოგიერთ დასახლებაში 2-3 მაგნიტუდის ბიძგები იგრძნობოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური ექსპერიმენტული და მეთოდოლოგიური ექსპედიცია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ეპიცენტრი ალმათის დასავლეთით 628 კილომეტრში, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბიძგები იგრძნობოდა ქალაქ ტარაზში, შიმკენთში – 2-3 ბალიანი, სოფელ თემირლანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები