თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1121-მდე გაიზარდა, 7600-ზე მეტი დაშავდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1121-მდე გაიზარდა, 7634 დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ორჰან თათარმა განაცხადა.

მანამდე, 1014 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

“1121 ადამიანი დაიღუპა და 7634 დაშავდა. დანგრეული შენობების რაოდენობა 2834-ია”, – განუცხადა თათარმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები