სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 476-მდე გაიზარდა
თურქეთში მომხდარი, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 476-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
დაღუპულთა უმეტესობა მოდის ალეპოს, ჰამასის, ლატაკიის და ტარტუტის რეგიონებზე.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სულ მცირე, 1042 პირია დაშავებული.
ლატაკიის გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში, სულ მცირე, 139 დაღუპულია.