ალეპოში 40 კორპუსი მთლიანად დანგრეულია

სირიის სიდიდით მეორე ქალაქში, ალეპოში, მიწისძვრის შედეგად,  40 საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დანგრეულია.

ამის შესახებ Al-Ikhbariya-ს პროვინციის გუბერნატორმა, ჰუსეინ დიაბმა განუცხადა.

“ამ დროისთვის დარეგისტრირებული გვყავს 60 დაღუპული, 270 დაშავებული და 40 საცხოვრებელი კორპუსის სრული დანგრევა. ეს მონაცემები განახლდება, რადგან სამაშველო სამუშაოები ალეპოს ყველა რაიონში გრძელდება”, – თქვა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები