ათენში დიდთოვლობის გამო სკოლები და მაღაზიები დაიკეტა, შეფერხებულია მოძრაობა

ათენში ძლიერი თოვლის და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო სკოლები და მაღაზიებია დაკეტილი, სამთავრობო უწყებები და საწარმოები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ასევე, ქალაქის ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩასა და მთავარ მაგისტრალზე მოძრაობაა პარალიზებული.

დაკეტილია ზოგიერთი მეტროსადგური, ხოლო სალონიკთან რკინიგზა შეჩერდა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა ათენის გარეუბანში თოვლში ჩარჩენილი ოთხი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მოსალოდნელია, რომ უამინდობა ხვალამდე შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები