ისრაელი თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში დაეხმარება

ისრაელი თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებებთან ბრძოლაში დაეხმარება.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.

მან ისრაელის სახელით თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„ვგლოვობთ დაღუპულებს და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. მე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს, უხელმძღვანელოს თურქეთის ოპერატიული დახმარების პროგრამას, მძიმე კატასტროფის დასაძლევად“, – დაწერა კოენმა “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები