თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ისრაელში იგრძნობოდა – ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, სირიის და ლიბანის გარდა, ისრაელში იგრძნეს.

CNN იტყობინება, რომ მიწისქვეშა ბიძგები მოსახლეობამ იერუსალიმსა და თელ-ავივში იგრძნო.

ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ 3000-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს, თუმცა, ნგრევის ან დაზიანებების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა.

ამჟამად ცნობილია თურქეთში 76, ხოლო სირიაში 237 დაღუპულის შესახებ.

სტიქიამ ასევე მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. თურქეთში 200-მდე შენობაა ჩამონგრეული, თუმცა, ინფორმაცია ზუსტდება, ხალხი ნანგრევებში რჩება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები