მიწისძვრის შედეგად სირიაში, სულ მცირე, 111 ადამიანია დაღუპული, 500-ზე მეტი – დაშავებული

თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა, 516 ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ სირიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში 111 ადამიანი დაიღუპა და 516 დაშავდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, 99 დაღუპულის და 330-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მედია წერს, რომ სირიის რეჟიმის ხელმძღვანელი, ბაშარ ასადი, ამ წუთებში, საგანგებო სხდომას მართავს.

რაც შეეხება თურქეთს, სადაც 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აქ მსხვერპლი 76-მეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები