WSJ: ჩინეთი რუსეთში სამხედრო დანადგარებს აგზავნის

ჩინეთის თავდაცვის სახელმწიფო კომპანიები რუსეთის კომპანიებს სანავიგაციო დანადგარებს, რადიო ტალღების დამხშობ ტექნოლოგიებს, გამანადგურებლის დეტალებს და სხვა დანადგარებს უგზავნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “The Wall Street Journal”  ავრცელებს.

„საბაჟოს ჩანაწერების მიხედვით, ჩინეთის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიები სანავიგაციო დანადგარებს, რადიო ტალღების დამხშობ ტექნოლოგიებს, გამანადგურებლის დეტალებს და სხვა დანადგარებს უგზავნიან სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო თავდაცვის კომპანიებს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ორმაგი დანიშნულების საქონლისა, რომელსაც როგორც კომერციული ისე სამხედრო დანიშნულება აქვს“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ორმაგი დანიშნულების საქონელი მეტწილად იმპორტირებულია ჩინეთიდან, თუმცა ასეთივე საქონელი რუსეთში შევიდა თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით.

WSJ-მ ათობით რუსული კომპანიის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები