აშშ-ს სამხედრო ძალებმა მფრინავი საჯაშუშო ბურთი გააუნებელყვეს
ამერიკის სამხედრო ძალებმა, 4 თებერვალს ჩინეთის საჰაერო ბურთი ჩამოაგდეს, რომელიც ჯაშუშად ჩათვალეს. პენტაგონში აცხადებენ, რომ ბურთი სამხედრო ბაზების ტერიტორიას აკვირდებოდა.
„დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, წარმატებით გაანადგურეს სადამკვირვებლო აეროსტატი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის“, – აცხადებენ პენტაგონში.
აღსანიშნავია, რომ აეროსტატი დაახლოებით 19,8 კმ-ის სიმაღლიდან ერთი რაკეტით ჩამოაგდეს.
ამერიკელი სამხედროები დაელოდნენ სანამ ბურთი ატლანტიკის ოკეანის სანაპიროსკენ გამოვიდოდა. ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ჩრდილო და სამხრეთ კაროლინაში საჰაერო მიმოსვლა დახურა. ასევე შეჩერდა აეროპორტების მუშაობა.
როგორც აცხადებენ, ბურთი მირტლ-ბიჩის სანაპიროზე ჩამოვარდა.
NOW – U.S. military has just shot down the Chinese spy airship over the Atlantic Ocean after letting it fly over the country for days.pic.twitter.com/1roYrb30uE
— Disclose.tv (@disclosetv) February 4, 2023