ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო, ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

US Secretary of State Antony Blinken speaks during a Memorandum of Understanding (MOU) signing ceremony at the State Department in Washington, DC, on December 12, 2022. (Photo by EVELYN HOCKSTEIN / POOL / AFP) (Photo by EVELYN HOCKSTEIN/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო, ჩინეთში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს.

როგორც ცნობილია, ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს მომდევნო კვირის დასაწყისში აპირებდა. შეერთებული შტატების უმაღლეს დიპლომატს შეხვედრები დაგეგმილი ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ  სი ძინ პინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ჩინეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საჰაერო ბუშტი მეტეოროლოგიური კვლევისთვის გამოიყენებოდა, რომელმაც უამინდობის გამო მარშრუტს გადაუხვია.

თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ საჰაერო ბურთი ჩინეთის „სათვალთვალო ხელსაწყოა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები