ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ტექნოლოგიებზე იქნება გამიზნული

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტით შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მეათე პაკეტი ტექნოლოგიებზე იქნება გამიზნული.

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის ჩვენს მიერ დაწესებული სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი. ვგეგმავთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდი ევრო იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, სანქციების ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსულმა სამხედრო მანქანამ არ უნდა გამოიყენოს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები