„ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ შეგვიძლია“ – ზელენსკი

Ukrainian President Volodymyr Zelensky gestures as he speaks during a joint press conference with European Council President and President of the European Commission during an EU-Ukraine summit in Kyiv on February 3, 2023. - The EU on February 3 pledged to support Ukraine "every step of the way" in its quest for bloc membership as top officials gathered in Kyiv for a highly symbolic summit. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

უკრაინა იბრძოლებს აღმოსავლეთით ქალაქ ბახმუტის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ შეგვიძლია. ჩვენ ბახმუტს ჩვენს ციხესიმაგრედ მივიჩნევთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა დაეხმაროს კიევს ბახმუტის შენარჩუნებასა და რუსული ჯარების დონბასის რეგიონიდან განდევნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები