ბორის ჯონსონი: როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში

როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ახალი სტაბილურობა დამყარდება.

„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ დავამყარებთ სიცხადეს და დავამყარებთ ახალ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა პუტინი მის დამღუპველ შეცდომამდე“ , – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები