საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს იური ვარდანიანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა იური ვარდანიანთან საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ისაუბრა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებები და ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და მომავალ საქმიანობაში ხელშეწყობა აღუთქვა.