პუტინი: ისევ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით – რუსეთს აქვს პასუხი მათთვის
ვოლგოგრადში, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომზე ისაუბრა და „დასავლეთის საფრთხის“ შესახებ ცნობილი თეზისები გაიმეორა.
კრემლის ლიდერმა დღესვე პირველი კომენტარი გააკეთა, კიევში გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებაზე.
„დაუჯერებელია, მაგრამ მართალია – ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკები ბორტზე ჯვრებით“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს აქვს პასუხი მათთვის, ვინც მას ემუქრება.