ოლეგ მელნიკოვსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, – ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. როგორც პროკურორებმა განმარტეს, მოლაპარაკების დასრულებამდე ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.
მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც დაიწყო საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. მომდევნო სხდომაზე კი, უკვე გირგვლიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე მელნიკოვის ნაწილის საქმიდან ცალკე გატანის საკითხი დადგება.
თბილისის საქალაქოს სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. თავად მერაოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 11 აგვისტოს გამართულ პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა.
როგორც მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა.
მელნიკოვის განცხადებით, მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის დაკავებით. მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან. მისივე განცხადებით, მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ გაათავისუფლებდნენ.