ქართველი მხატვრის ამერიკული ოცნება, ანუ მეგობრის ქორწილში მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება

0

      მხატვარი ჯარჯი ჯანდიერი. მის ოჯახში, შეიძლება ითქვს, რომ ოჯახის ცალკე წევრად ხელოვნება ცხოვრობდა. ის ბავშვობიდან ხატავს. ჯარჯის ნახატებში მის წარმოსახვასა და ფანტაზიაში არსებული სამყაროა. ხატავდა თბილისში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს უცებ არ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვლილიყო. დღეს მხატვარი ოჯახთან ერთად ნიუიორკში ცხოვრობს. ამას წინათ თბილისში  მამა-შვილ ჯანდიერების კატალოგიფერწერა და გრაფიკაგამოვიდა. ჯარჯი ჯანდიერის მხატვრობა და ცხოვრება ,,პერსონაში.

 ბატონო ჯარჯი, თავიდანვე გკითხავთ: როგორ ცხოვრობს ქართველი ხელოვანი ემიგრაციაში?

– არ მაქვს ის განცდა, რომ ემიგრანტი ვარ. უბრალოდ ამ მომენტში სადაც მსურს ყოფნა,- იქ ვარ, თუ ვისურვებ საქართველოში ყოფნას,- საქართველოში ვიქნები. ჩემთვის, პირადად, ძალიან საინტერესოა ამ ქვეყანაში მოღვაწეობა, თუმცა, არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ყველა ხელოვანისთვის და არა მარტო მათთვის… ნიუ-იორკი იმ სამყაროს ეპიცენტრია, სადაც მსოფლიო ხელოვნება იყრის თავს. ბედნიერებაა, როცა შემოქმედ ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს, განიცადოს და რეალურად ადევნოს თვალი ამ საოცრებებს… ცხოვრებას რაც შეეხება, მისი რიტმი აქ ძალიან ჩქარია.
 – ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება დიდხანს გაყვება ადამიანს. თავისუფალ სამყაროსთან თქვენი შეხვედრის პირველი დღე გაიხსენეთ1615091_701207999910365_1837132311_n
– პირველი შეგრძნება და განცდა ისეთი მქონდა, თითქოს აქ წლების მანძილზე ვცხოვრობდი და ეს ქვეყანა ჩემი იყო, იგი პირველივე დღესვე მივიღე… ხალხიც ძალიან უშუალოა, არავინ არ გაგრძობინებს, რომ უცხო ხარ, აქ არ არსებობს ეს ბარიერი… მახსენდება, ამერიკაში ახალი ჩამოსული ვიყავი, საოცრად აჩქარებული მეჩვენა ყველაფერი, თუნდაც ქუჩაში ადამიანების სიარული… მერე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შევეჩვიე, აქ რთულიც არის ცხოვრება, დიდი შრომაა საჭირო, რომ თავი დაიმკვიდრო და მიზანს მიაღწიო. მთავარია, ტემპი არ დააგდო,- დანარჩენი ყველაფერი გამოვა.
ალბათ დღეს თქვენი ცხოვრება პირობითად ორ ეტაპად შეიძლება  დაიყოს: ამერიკამდე და ამერიკის მერე... რა იყო ამერიკამდე?
– ამერიკამდე იყო თბილისი, რომელიც უზომოდ მიყვარს. მონატრებით, ჯერჯერობით, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მენატრება. თბილისში, ისევე როგორც აქ, იგივე პროფესიით ვიყავი დაკავებული: ხატვა ბავშვობიდან მომყვება, შემდგომ გრაფიკულ დიზაინს დავეუფლე და პარალელურად ფერწერით და კომპიუტერულ დიზაინით ვიყავი დაკავებული. ნიუ -იორკის ნახვის სურვილი ყოველთვის მქონდა,- რაც შეეხება ჩამოსვლის მიზეზს, ჩემი მეუღლე ცხოვრობდა აქ…
თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოში შემოქმედ ადამიანს განვითარების ასპარეზი და საშუალება არა აქვს?
– საქართველოში განვითარების ასპარეზი როგორ არ არის, ასეთი ასპარეზი ყველგან არსებობს, უბრალოდ აქ დიდი მასშტაბებია, რაც  ხელს გიწყობს, რომ შენი შემოქმედება ადვილად განავითარო.
ბატონო ჯარჯი, რა ჟანრის მხატვრობაზეა მოთხოვნა ამერიკაში….
– ვხატავ, ძირითადად, პორტრეტებსა და კომპოზიციებს, კლასიკური სტილიდან დაწყებული აბსტრაქციით დამთავრებული, ერთ სტილზე არასდროს ვჩერდები, მბეზრდება და ხშირად ტექნიკასაც ვცვლი. კონკრეტულად მოთხოვნა რაზეა,- ვერ გეტყით. აქ იმდენად დიდია მასშტაბია, რომ მოთხოვნა ყველაფერზე შეიძლება იყოს… რამდენჯერმე დავხატე შეკვეთით. ერთხელ კლიმტის ასლი მთხოვეს საქორწილო საჩუქრისთვის.
ნახატი, რომელსაც ვერანაირი თანხის გამო ვერ შეელევით?1624260_701208266577005_1899097551_n
– მართალი გითხრათ, ასეთი განცდა ბავშვობაშიც მქონდა, საერთოდ, გაჩუქება მიჭირდა, რადგან ყველა ნახატი მიყვარდა და მათთან განშორება ჩემთვის ძნელი იყო. ახლაც მიყვარს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ რომელიმე რომ ვერ გავყიდო, ან არ გავყიდო,- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს.
ვიცი, რომ თქვენს ოჯახში შემოქმედებითი გარემო იყო
– პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, სადაც გავიზარდე, ხელოვანების ტრადიციული ოჯახია. მამაჩემი ხელოვანია, ოჯახში, სადაც გარშემო მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობი, მომღერალია, ამ გარემოში ყოფნამ ჩემს შემდგომ ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა.
თქვენი მეუღლე ამერიკაში წარმატებული ქართველი დიზაინერი ნინიქეია... როგორია თქვენი ოჯახის ამერიკული ცხოვრების ერთი დღე?
– ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ამერიკაშიც განაგრძობს საქმიანობას. ძალიან ნიჭიერი და წარმატებული დიზაინერია. მისი ქუდები, მე ვიტყოდი, ხელოვნების ნიმუშებია და ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ამშვენებს. ერთ-ერთი დღე იწყება 7:00 საათიდან, მერე ქეთი, ანუ ჩემი ქალბატონი სკოლაში მიმყავს. ძირითად დროს მე და ჩემი მეუღლე ნინი ერთად ვატარებთ, ერთად ვმუშობთ, ნინი თავისი საქმით, ქუდების დიზაინითაა დაკავებული,- მე ვხატავ, ან ნინის ფოტოსესიაში ვეხმარები. მერე გეგმაში ჩვენი ვაჟკაცის, ლუკას გასეირნებაა. თუ დრო გვრჩება: ვარჯიშს და განმუხტვას ვუთმობთ, მერე ქეთის გამოყვანა სკოლიდან და ისევ: ხატვა, რა თქმა უნდა, ინტერნეტში შეძვრომა… ნებისმიერ სფეროში რაღაცის სწავლა აუცილებელია, ამიტომ რამე კარგ ინფორმაციის ვიღებ, ან ვკითხულობ.. ხატვა უფრო მაშინ მიყვარს, როცა ყველა იძინებს… როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ და ნამუშევარზე კონცენტრაციას უფრო ვაკეთებ… ოჯახის ქართულ მოდელს ვერაფერი შეცვლის, – ეგ ხომ დამტკიცებულია, რაც შეეხება მოდელს, თუ იმას გულისხმობთ, რომ, ძირითადად, ადრე ქართული ოჯახები, ანუ ქალი სამზარეულოში უნდა ყოფილიყო და მამაკაცი კი წამოკოტრიალებული, მე მგონი, ეს მოდელი კაი ხანია უკვე აღარ არსებობს და დღეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ქალსა და მამაკაცს ერთნაირი უფლებები აქვთ, რაც პირადად ჩემთვის მისაღებია.
დაუვიწყარი ამბავი  თქვენი ,,ქართული მოგონებების სერიიდან...1616677_701208183243680_1143916739_n
– ერთ-ერთს ვერ ვიტყვი, ბევრი მახსენდება: მათ შორის ცუდიც არის და კარგიც. ვერასდროს დაივიწყებ დედის გარდაცვალებას, როდესაც ბავშვობის მეგობრებს კარგავ, დაუვიწყარია შვილების: ქეთისა და ლუკას დაბადება. კიდევ, ბევრი რამაა დაუვიწყარი, რასაც ვერ გამოვყოფ, მაგრამ ერთ ამბავს მაინც გიამბობთ: ჩემი მეგობრის ქორწილში, სადაც მე ვიყავი ხელისმომკიდე, შუა ქორწილის დროს, როდესაც ხალხი შეჟუჟუნდა და ,,მონასტერი აირია“,- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე მაინც ბედისწერას ვუკავშირებ ამ ყველაფერს,- რატომღაც იმ მომენტში ყოველგვარი მიზეზის გარეშე იქ ყოფნა აღარ მომინდა. შინაგანად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გარემო უნდა შემეცვალა…. წარმოუდგენელია, ბავშვობის მეგობრის ქორწილში, სადაც მეჯვარე ხარ,- უცებ ასეთი რამ დაგემართოს… მაგრამ ფაქტია, მოხდა. მეც ძმაკაცთან ერთად ქორწილიდან ჩუმად გამოვიპარე და გადავინაცვლე სულ სხვა წრეში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი…
თუ გაამართლა .. ,,ამერიკულმა ოცნებამ?
– ამერიკული ოცნება, მართლაც, ამართლებს,- მე ასე მწამს და მჯერა. ჩემს შემთხვევაში ოცნებებთან მიმართებაში გამართლებას ბევრი უკლია, მაგრამ ოცნებები ამ ქვეყანაში ხშირად სრულდება. ეს რაც შეეხება ამერიკულ ოცნებას… საერთოდ, ოცნებები კი პირადად მე მისრულდება ხოლმე, თუ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ავისრულებ!..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი