გიორგი მარგველაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიანა იანსეს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
გიორგი მარგველაშვილმა დიანა იანსეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.