„ხატვა ჩემი ცხოვრებაა“ – ფერებით გადმოცემული ემოცია, „დათა პაპას სახლი“ და „სიბნელიდან გასასვლელი”, როცა ღმერთის დახმარებას გრძნობ უიმედობის დროს

დაიბად თბილისში, ხატვა ბავშვობიდან დაიწყ, I სამხატრო სკოლაში პედაგოგ მაია ქინქლაძესთანსწავლა ხატვის საფუძვლე.  ერთხანს დიდი პაუზა ქონდა, როგორც ამბობს,  პანდემიის დროს აღიდგინ ფერებით მუშაობის სიამოვნება.
ბავშვობაში პერსონალური და პატარპატარა გამოფენები ჰქონდა. ბოლოს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ მუზაში”,  საახალწლო მეჯლისზე  წარადგინა   3 ნახატი. – მხატვარ გიორგი ჭანტურიას პერსონა.

– ხატვა ბავშვობიდან დაიწყეთ. I სამხატრო სკოლაში პედაგოგ მაია ქინქლაძესთან დადიოდით. პირველი ნახატები, გამოფენები…
– კარგი იყო ბავშვობის წლები, კარგი მასწავლებელი მყავდა, პერსონალური გამოფენაც მომიწყო და ასევე ბევრ სხვა გამოფენაშიც მიმაღებინა მონაწილეობა, ფერები დამამახსოვრდა და, ზოგადად, ვფიქრობ, რომ თუ  ბავშვებს ხელოვნების წრეებზე ატარებენ მშობლები, მათ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დიდ წვლილს შეიტანენ.
– დიდი პაუზის შემდეგ, პანდემიის დროს, ისევ დაუბრუნდით ხატვას…
– პანდემიის დროს სოფელში ვიყავი, დიდი ხანი ულამაზეს სოფელ ახატანში გავატარე, და ეს ადგილი გახდა შთაგონების წყარო. ლამაზი ხედებით და ბუნებით მდიდარი ადგილია, პეიზაჟების ხატვას შევუდექი. ყოველ ახალ ნახატში ახალ შესაძლებლობას ვპოულობდი, რაც სასიამოვნო განცდაა.
– რას ხატავდით პანდემიის დროს?
– პანდემიის დროს ხშირად პეიზაჟებს ვხატავდი, ჩემი სათქმელი ის იყო, რომ ლამაზი სამშობლო გვაქვს.
–  როგორ შეიქმნა ნახატი უკრაინის თემაზე?
– როცა ომი დაიწყო, ყველა ვნერვიულობდით და დაძაბულნი ვიყავით, ეს ემოციები კი ტილოზე გადმოვიტანე.
– „დათა  პაპას სახლი“ – დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ნამუშევარს…
– დათა პაპა ჩვენი ტკივილია, ის გმირობის მაგალითია. ნახატში ოკუპირებული მხარე შავ-თეთრად მაქვს ასახული, მხოლოდ დათა პაპას სახლია ფერადი, ეს ჩემთვის სიმართლესთან ასოცირდება. იმედია, მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, რუსეთი ოკუპანტია.

„დათა პაპას სახლი“

– „ისინი მანამდე გაფრინდნენ ცაში, სანამ ვერტმფრენი აფეთქდებოდა“ – ამ გრაფიკულმა ჩანახატმა სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი დააგროვა. ალბათ მაშინვე, ტრაგედიისთანავე, დაიხატა…
– გეთანხმებით, ეს ჩანახატი მაშინვე დავხატე. ვფიქრობ,  როცა ადამიანები სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიდიან და ამ დროს თვითონ ეწირებიან, ღმერთი არ დაუშვებს, რომ მათ ტკივილი აგრძნობინოს.
მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ მუზაში”, საახალწლო მეჯლისზე,  გამოფენილი გქონდათ  სამი ნახატი…
– პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო გორდელაძეს, რომელმაც მიმაღებინა მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ გამოფენაში.
უამრავი კოლეგა გავიცანი, ოჯახის წევრები და მეგობრები იზიარებდნენ ჩემს სიხარულს. ბევრი დადებითი ემოციით დავიტვირთე.
–  პროფესიით სტომატოლოგი ხართ, მაგრამ ხატვამ მოიცვა თქვენი ცხოვრება…
– ხატვა ჩემი ცხოვრებაა – ნამდვილად სწორად აღნიშნეთ.
– ფერები… გამორჩეულია, თქვენეულია, ფერებით იცნობა თქვენი ხელწერა…
– მიხარია, როცა აღნიშნავენ, რომ  ფერებთან ჩემი დამოკიდებულება ხასიათს  და ემოციებს უკავშირდება.
– ძველი თბილისი – განსაკუთრებულად ლამაზია თქვენს ნახატებზე… პოეტური და ექსპრესიულია.  როგორია მხატვარ გიორგი ჭანტურიას თბილისი?
– თბილისი ძალიან მიყვარს. აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვისწავლე, რაც ადამიანობასთან აკავშირებს ადამიანს, აქ შევიძინე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები,
ძველი თბილისი ულამაზესია… ძნელია, უყურო და არ დახატო.
– რომელი ნახატის ისტორიას გაიხსენებდით ახლა?
– „სიბნელიდან გასასვლელი” – ასე ჰქვია ნახატს,  მაგ დროს ვიგრძენი ღმერთის დახმარება, როცა უიმედობა სუფევდა.

„სიბნელიდან გასასვლელი“

– რაზე მუშაობთ ამჟამად?
– გალაკტიონ ტაბიძის შესანიშნავი ლექსის მიხედვით – „რომელი საათია” მინდა შევქმნა ნახატი… ხშირად, როცა ტილოსთან ვარ და პირველ ფერებს დავადებ, მაშინ მომდის იდეები.
– ჰობი…
– სუფთა ჰაერზე, ბუნებაში მთაში ყოფნა…
– ოჯახის თანადგომა შემოქმედებით მუშაობაში…
– ოჯახი ყველაფერში გვერდში მიდგას, დედაჩემის დამსახურებაა  ჩემი ამ სფეროში ყოფნა.
–  სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, იმედი მაქვს, არაერთ გამოფენაში მივიღებ მონაწილეობას და მსოფლიოს გავაცნობ ჩემს ქვეყანას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები