“მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა – აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები ჩაიშალა” – მედვედევი
მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული – აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იმავე, დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, – აღნიშნა მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული – ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.