საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის, რომლის ერთ-ერთი დადასტურებაც იყო ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები