დიდ ბრიტანეთს “ჩარლი” უახლოვდება

  დიდ ბრიტანეთს შტორმი მიუახლოვდა. სამაშველო სამუშაოებში სამხედროების ჩართვა გახდა საჭირო. ინგლისის სამხრეთ ნაწილში, სანაპიროსთან ჯებირებს აგებენ. არმია მობილიზებულია დასახლება დაჩეტში, რომელსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება. გარემოს დაცვის სააგენტომ გაფრთხილება ინგლისისა და უელსის 500 რაიონში გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქია, სახელად – “ჩარლი” ბრიტანეთში ორი კვირა დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები