Meta Facebook-სა და Instagram-ში ტრამპის ანგარიშებს აღადგენს
კომპანია Meta საკუთარ სოციალურ ქსელებში – Facebook-სა ფა Instagram-ში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშებს აღადგენს.
ტრამპს ანგარიშები 2021 წლის 6 იანვარს, მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დაუბლოკეს.
Axios-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ნიკ კლეგმა განაცხადა.
”ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ამერიკელებს უნდა შეეძლოთ მოესმინათ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ქვეყანაში ლიდერობაზე აკეთებენ განაცხადს, და არ გვსურს ასეთი გზით, მათ გადავეღობოთ“,- თქვა მან.
ანგარიშებიდან ბლოკის მოხსნა უახლოეს კვირებში იგეგმება.
კლეგმა განმარტა, რომ ტრამპი დაექვემდებარება ყველა ახალ წესს, მათ შორის არეულობის დროს ცნობილი ადამიანების ანგარიშების რეგულირების შესახებ. დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა პირმა ანგარიშებზე შეზღუდვა ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით მიიღოს.