გერმანიაში მამაკაცი მატარებლის მგზავრებს დანით თავს დაესხა, არის მსხვერპლი

გერმანიაში, ქალაქ კილიდან ჰამბურგის მიმართულებით მიმავალ მატარებელში, მამაკაცი მგზავრებს დანით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი, ხოლო დაშავდა შვიდი ადამიანი.

სავარაუდო დამნაშავე 33 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ სადგურზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის პალესტინელია და გერმანიის მოქალაქეობა არ აქვს.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები