ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში – დაშავებულია სამი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები