ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ჯამში ჰელსინკის კიევისთვის უკვე 590 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ექნება გაწეული.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიას და საბრძოლო მასალებს მიაწვდის.

მაგრამ ტანკები Leopard-ი, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, დახმარების პაკეტში არ შედის.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ თქვა, ამ ტანკების მიწოდებასთან ფინეთის პოზიცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია.

მისი თქმით, გერმანული წარმოების ტექნიკის ექსპორტისთვის, გერმანიის ნებართვაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები