რუსეთი ნატოსთვის საფრთხედ დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ძალები უკრაინაში დამარცხდებიან, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
„როგორიც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს მაინც ექნებათ ისეთივე ამბიციები, ამიტომ საფრთხე არ ქრება“, – აღნიშნა ბაუერმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები ომმა გამოფიტა, ნატოს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ მოსკოვი შეეცდება აღადგინოს და კიდევ გააძლიეროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
„ზოგადი რწმენა გვაქვს ასეთი, რომ რუსეთი შეეცდება, აღადგინოს ის, რაც ჰქონდა. მათ ასევე ამ კონფლიქტიდან გამოიტანეს დასკვნები და შეეცდებიან იმის გაუმჯობესებას, რაც ჰქონდათ. ეს კი სამომავლოდ, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე“, – განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, ნატოს დრო დასჭირდება, რათა შეაფასოს, რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ძალების აღსადგენად და გასაუმჯობესებლად.