დიდი ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ასევე გაეგზავნება AS-90 155 შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის მინიმუმ 3 ბატარეა, რამდენიმე ჯავშანტექნიკა, მათ შორის Bulldog.
„დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასევე გავაგზავნით კიდევ 600 Brimstone რაკეტას ოპერაციების თეატრში, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ბრძოლის ველზე დომინირებაში“, – აღნიშნა უოლესმა.