„დროა, შეწყვიტოთ კანკალი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი“ – პოდოლიაკის მიმართვა მოკავშირეებს
დროა, შეწყვიტოთ კანკალი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს და მოკავშირეებს მიმართავს.
მისი თქმით, უკრაინას ომის დასასრულებლად ტანკები სჭირდება.
„ჭეშმარიტი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არ არსებობს ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები – გასაღები, რათა დავასრულოთ ომი სათანადოდ. დროა, შეწყვიტოთ კანკალი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
True leadership is about leading by example, not about looking up to others. There are no taboos. From Washington to London, from Paris to Warsaw, one thing is said: 🇺🇦 needs tanks; tanks — the key to end war properly. Time to stop trembling at Putin and take the final step.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 19, 2023