„პუტინი არის და იქნება“ – პესკოვი ზელენსკის პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.

მისი თქმით, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება.

„გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებობდეს, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ვინ იღებს დღეს გადაწყვეტილებებს კრემლში და არის თუ არა პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოცხალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები