ზელენსკი არ არის დარწმუნებული, ცოცხალია თუ არა პუტინი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ვინ იღებს დღეს გადაწყვეტილებებს კრემლში და არის თუ არა პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოცხალი.

ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში “უკრაინული საუზმის” მონაწილეებისადმი მიმართვაში თქვა.

ეჭვების არსებობის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ პუტინის ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოსვლა, ექსპერტების აზრით, გადაღებულია ცალკე, და ცალკეა დადებული ფონი.

“არ მესმის, ვისთან და რაზე უნდა ვისაუბრო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება ტელევიზიით – ნამდვილია. ბოლომდე არ მესმის, რომ ის ცოცხალია. არ ვიცი ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ადამიანების რა წრეა. როდესაც ჩვენ ვამბობთ “სამშვიდობო მოლაპარაკებებს”, არ მესმის -ვისთან. რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს ვინმე და მერე რაღაც შემოგვთავაზოს“, -თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პუტინი ისტორიაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელმაც ამოთხარა უზარმაზარი უფსკრული რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის.

“არავინ ამბობს, რომ შეიძლება ურთიერთობის დაბრუნება, მაგრამ მათ შეუძლიათ გადაარჩინონ თავიანთი ხალხის სიცოცხლე. ეს მათი მომავალია. ჩვენს შორის უფსკრული ღრმაა, მაგრამ ის მათ გათხარეს. სწორედ პუტინი დგას ნიჩბით. და ისტორიაში ამ ნიჩაბით დარჩება“,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები