პოლონეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შიშობს, რომ რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება.

მისი თქმით, გადამწყვეტია კიევისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის თანამედროვე ტანკებისა და რაკეტების მიწოდება.

„ისინი [რუსეთი] ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები არიან და ვშიშობთ, რომ რამდენიმე თვეში ახალი შეტევისთვის ემზადებიან. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევას, კონკრეტულად კი თანამედროვე ტანკებისა და რაკეტების მიწოდებას“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები