„ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა და ასე იქნება ყოველთვის“ – სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მის ქვეყანას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ყირიმსა და დონბასს უკრაინის ტერიტორიებად აღიარებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვუჩიჩმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ შეგვიძლია და არ გვაქვს უფლება მხარი დავუჭიროთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა და ასე იქნება ყოველთვის“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“, რადგან მხარეებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება.

ალექსანდრ ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ყველაფერში მხარს არ უჭერს რუსეთის ხელისუფლებას.

„ჩვენ ყოველთვის არ ვართ კმაყოფილი მათი ზოგიერთი პოზიციით. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა გადაწყვეტილებას ან უმეტეს გადაწყვეტილებას, რომელიც მოდის კრემლიდან“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები