მაია ფანჯიკიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, იური ვარდანიანს შეხვდა. ელჩმა მინისტრს, რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, გამართულ შეხვედრაზე, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე 2014 წლის 21-22 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა, განიხილეს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და შემდგომ გაღრმავებაზე. შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები