ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი: აქტიური კომუნიკაცია გვექნება და კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები

ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად იმუშავებს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდი ზღვის უბნის დასახლების მე-11 მრ, I კვ, Nა და ბ კორპუსების მცხოვრებლებს. გავიცანი ამომრჩეველი და მოვისმინე მათი საჭიროებები.

ვისაუბრეთ, როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

დღესვე, შევხვდი ზღვის უბნის დასახლების მე-11 მრ, II კვ, N21ა კორპუსის მცხოვრებლებს. განვიხილეთ ის საკითხები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ზღვის უბნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აქტიური კომუნიკაცია გვექნება და კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და ზღვის უბანი გახდეს გამორჩეულად ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში“, – წერს ბენდელიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები