ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ

ესენი იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო წილოსანმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პრეზიდენტის მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იყო.

„რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარდებს, ეს არის ის, რომ მთლიანი ოპოზიციური ამომრჩეველი გარკვეულწილად ახლა უკვე „ლელო“-გახარიაზეა მიბმული, რაც ერთი მხრივ ამათ ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“, სრული განულებისკენ მიჰყავს.

ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ არჩევნები რაიმე ფორმით დისკრედიტირდეს, მათ შორის ის ფაქტი, რომ „ლელოს“ ლიდერები, სწორედ მათი გააზრებული მოქმედების შედეგად ისხდნენ საპატიმროში, ეს ფაქტიც არ ყოფილიყო გამოყენებული ამისთვის, არც შიდა და არც საერთაშორისო სპეკულაციებისთვის, ამიტომ ეს იყო ერთი მხრივ ჰუმანური, მაგრამ ამავდროულად ძალიან გონივრული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები